We're committed to a clean and safe facility. View our policies here.

თანასწორობის კადრში: ეთიკური გაშუქება შშმ პირების უფლებების დაცვისთვის

ყოველი წლის დეკემბერში აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ეს კვირეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მედიის მხრიდან დისკრიმინაციის, მათ შორის პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლებიც კი ხდებიან.
ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, ანუ გლობალური მოსახლეობის 15 პროცენტი. ჩვენი საზოგადოების მდიდარი მრავალფეროვნება, რომელიც მოიცავს მის ყველა წევრს - მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - შეუძლია დაეხმაროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განმტკიცებას და ხელი შეუწყოს განვითარებას ყველასთვის .
ჩემთვის, როგორც ამ მულტიმედია ნაშრომის ავტორისთვის, განსაკუთრებულად დიდი გავლენა მოახდენა ესმა გურგენიძემ და მასთან ინტერვიუმ, რომლისგანაც იმაზე მეტი ინფორმაცია შევიტყე შშმ პირებზე, მათ უფლებებსა და როლზე საზოგადოებაში, რომელ იც ეთიკურად უნდა გააშუქოს მედიამ და მიაწოდოს სწორი გზავნილები მათზე საზოგადოებას.
ესმა გურგენიძის ინტერვიუ
რატომ არის მედიის როლი მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით?
მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების ცნობიერებასა და სტიგმის დაძლევაზე. მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან:
-
მედია ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების, უფლებებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ხელს უწყობს თანასწორობისა და სამართლიანობის მხარდაჭერას.
-
პოზიტიური და მრავალფეროვანი ისტორიების გაზიარებით, მედია ეხმარება სტერეოტიპებისა და ნეგატიური შეხედულებების შემცირებას, რაც ხშირად თან სდევს შეზღუდული შესაძლებლობების თემას.
-
მედია აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და შეიძლება იყვნენ წარმატებული, ტალანტებით სავსე ადამიანები, რომლებიც წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში.
-
მედია შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ოჯახებს მიიღონ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების, პოლიტიკებისა და ინიციატივების შესახებ.
-
მედია ქმნის პლატფორმას, სადაც განხილვა შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცვლილებებს.
-
მედია წარმოაჩენს წარმატებულ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, რაც მოტივაციას აძლევს სხვებს და აჩვენებს, რომ ბარიერები შეიძლება დაიძლიოს.
მედიის პასუხისმგებლობაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ცნობები იყოს ზუსტი, პატივსაცემი და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და კეთილგანწყობილ საზოგადოებას.
თეონა ცხომელიძის ინტერვიუ
შშმ პირების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში
,, შშმ პირების გაშუქება ქართულ ტელევიზიებში: გამოწვევები და შესაძლებლობები’’ კვლევის მიხედვით შეირჩა შეირჩა 6 ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზია (NDI და IRI კვლევების მიხედვით). ესენია: 1) ტელეკომპანია „იმედი“, 2) სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, 3) ტელეკომპანია „ფორმულა“, 4)„ტვ პირველი“, 5) “მთავარი არხი” 6)საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი.
კვლევის პერიოდს მონაცემების დამუშავების პროცესში დაემატა 2024 წლის აპრილსა და მაისის თვეში სატელევიზიო სივრცეში გასული მასალები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შესახებ სულ: 12 სიუჟეტი, შშმ პირების პოზიცია და მათი აქტიურობა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ექვსივე კვლევის მიხედვით შერჩეულმა ტელევიზიამ გააშუქა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთაშორისო 6 რეზონანსის მქონე მოვლენის გაშუქებისას, აქციის მონაწილეებში შშმ პირები ფიგურირებდნენ, როგორც აქტივისტები და მათი პოზიციონირება მედიაში საყურადღებოდ ჩავთვალის აუცილებლობას წარმოადგენდა.
ჩატარებული კვლევის მიხედვით საკვლევ პერიოდში მოცულობით ყველაზე დიდი სიუჟეტი გავიდა “ფორმულაზე” (ქრონომეტრაჟით 21,41 წთ) დამიეძღვნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. გადაცემაში “ფორმულა ნიუსი 09:00” სტუმრად მოწვეული იყო, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, გაჟღერდა მნიშვნელოვანი და პოზიტიური მესიჯები, ასევე ჟურნალისტების მხრიდან გამოხატული იყო სოლიდარობა და რაც მთავარია, მთავარი გმირი წარმოდგენილი იყო, როგორც აქტიური და პოზიტიური ადამიანი (ცხრილი ვაჩვენო)

კვლევის შედეგები
ცხრილიდან ჩანს, რომ 6-დან 4 ტელევიზია (“რუსთავი 2”, “ტვ პირველი”, “ფორმულა” და “მთავარი არხი”) შშმ თემატიკას უფრო მეტად აშუქებდა სწორედ იმ თვეებში (დეკემბერი და მარტი), როცა აღინიშნებოდა შშმ პირთა საერთაშორისო დღეები. თუმცა, საინტერესოა, რომ “იმედზე” და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სექტემბერში უფრო მაღალია მაჩვენებელი და ეს განაპირობა პარასპორტსმენთა წარმატებულმა ასპარეზმა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში, რომელსაც აქტიურად აშუქებდა სწორედ ეს ორი ტელევიზია
რისი გაკეთება შეუძლია მედიას, რომ აამაღლოს საზოგადოებაში შშმ პირებთან დაკავშირბით ცნობადობა და შექმნას მათდამი დამოკიდებულების სწორი
პორტრეტი?
-
მიაწვდეთ ცნობიერება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, და იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეზღუდულ შესაძლებლობებთან, ასევე იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ამ პრობლემას და შესაძლოა გამოიწვიონ სტიგმატიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ.
-
შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ დისკუსია გახდეს საჯარო სივრცის ნაწილი, რათა გამოიწვიოს იმ იდეის გამოწვევა, რომ ეს არის ტაბუდადებული თემა.
-
გამოაჩინეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, როგორც ექსპერტების, მომსახურების და დახმარების მიმწოდებლები, ასევე მათი ოჯახებისა და თემების მხარდამჭერთა წყაროები.
-
მოითხოვეთ მეტი რესურსი, რათა აღმოიფხვრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გამორიცხვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრებიდან. ასევე, გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა განვითარების ძირითად სფეროებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, საკვები, საცხოვრებელი, დასაქმება და მიწის გამოყენება.
-
ხელშეწყობა ისეთი პოლიტიკის, პროდუქტების, მომსახურებისა და გარემოს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სრულფასოვან მონაწილეობასა და განვითარებას.
-
დაგეგმეთ დახმარების სერვისების საკონტაქტო ინფორმაციის გავრცელება. სტატიის ან პროგრამის ბოლოს მიუთითეთ შესაბამისი ადგილობრივი და ეროვნული დახმარების ან მხარდაჭერის წყაროები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ ოჯახებს მიაწვდოთ საჭირო ინფორმაცია. ასევე, აღნიშნეთ ფაქტები ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესების შესახებ.
-
გაავრცელეთ მესიჯი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებობენ ყველა საზოგადოებაში მთელ მსოფლიოში. მათ აქვთ ისეთივე ემოციების, ინტერესების, ტალანტების, უნარებისა და ქცევის სპექტრი, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, და უნდა იყვნენ წარმოდგენილი ისეთივე რთული პიროვნული და გამოცდილებითი სიღრმით, როგორც მსგავსი ასაკისა და მდგომარეობის მქონე სხვა ადამიანები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაშუქების რჩევები ჟურნალისტებისთვის
-
მოერიდეთ ეტიკეტებს, რომლებიც ადამიანებს კატეგორიებად აყოფენ და პიროვნებას ჩრდილავენ. ეტიკეტები ხშირად ნეგატიურ შეხედულებებს აძლიერებენ ადამიანებზე ან ჯგუფებზე. მაგალითად, „შეზღუდული შესაძლებლობა“ ან „მენტალური“ ასოცირდება ნეგატიურ სტერეოტიპებთან ან მითადქვენ ყურადღება მიაქციეთ ისეთ ეტიკეტებს და ინფორმაციას, რომლებიც მათ მოჰყვებათ.
-
გაითვალისწინეთ, რომ შშ პირებზე საკითხების გაშუქებისას მათ თვითონ ისაუბრონ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც შშმ პირი საუბრობს გარკვეულ სიტუაციაზე თავდაჯერებულად და ავტორიტეტულად აუდიტორიას არ უჩნდება ან ნაკლებად უჩნდება მათ მიმართ სიბრალულის გრძნობა და მცირდება შშმ პირებზე არსებული სტერეოტიპები
-
გააქტიურეთ საზოგადოებრივი გაგება შშმ პირთა წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.
-
გაითვალისწინეთ თითოეული კორესპოდენტი, მათთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები და ესაუბრეთ მათ სწორად და ეთიკურად, სწორი გამოსაყენებელი ტერმინოლოგიის გათვალისწინებით.
-
ისაუბრეთ შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა შეიტყოთ საკითხები ან ახალი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს შშმ პირთა ცხოვრებაზე. ნუ დაელოდებით მხოლოდ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 დეკემბერს იმართება, როგორც შშმ პირთა თემის წარდგენას. განიხილეთ სხვა მსოფლიო ან საერთაშორისო დღეები – მაგალითად, საერთაშორისო ქალთა დღე (8 მარტი), ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე (12 ივნისი), მსოფლიო შიდსის დღე (1 დეკემბერი) – და იფიქრეთ კავშირებზე.
-
იმუშავეთ შშმ ჟურნალისტებთან ან იმ პირებთან, რომელთაც შშმ ოჯახის წევრი ჰყავთ, რათა გააძლიეროთ შშმ პირთა ასახვის ავტენტურობა.
-
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას შეიძლება მოეწონოს „სუპერ გმირები“, შშმ პირთა გამოჩენა როგორც სუპერვარსკვლავების, ქმნის რეალისტურ მოლოდინებს, რომ ყველა შშმ პირი უნდა მიაღწიოს ასეთ დონეს.